სხვა

17:45 | 14.04.2025 | ნანახია NaN - ჯერ

რამინ შამილიშვილის ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე

მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებიდან რამინ შამილიშვილმა (55 კგ.) წარმატებით იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა კონტინენტის პირველობის ატაცში 105 და 109 კგ დაძლია და მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო შამილიშვილმა აკვრაში თავი 127, 131, 134 კგ-ს გაართვა და მცირე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შედეგად, ქართველმა ორჭიდში მოგროვილი 243 კილოგრამით ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.075908