ფეხბურთი

18:15 | 14.04.2025 | ნანახია NaN - ჯერ

კილიან მბაპეს მხოლოდ ერთი მატჩის გამოტოვება მოუწევს

ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში "რეალმა" სტუმრად "ალავესი" მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა და "ბარსელონასთან" ოთხქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა.

მატჩის 38-ე წუთზე "რეალის" ვარსკვლავმა კილიან მბაპემ "ალავესის" ფეხბურთელის ანტონიო ბლანკოსის წინააღმდეგ იუხეშა, რის გამოც მთავარმა მსაჯმა ფრანგს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

შეხვედრის შემდეგ იწერებოდა, რომ მბაპეს მომდევნო ხუთი მატჩის გამოტოვება მოუწევდა, რადგან მან მეტოქეს გაშლილი ფეხი წვივში ჩაარტყა.

როგორც ესპანური გამოცემა COPE-ი იტყობინება ფრანგი ვარსკვლავი მხოლოდ ერთ შეხვედრას გამოტოვებს, ვინაიდან შეხვედრის მთავარმა მსაჯმა აღნიშნა, რომ კილიანი ბურთზე თამაშს ცდილობდა, რაც მის დანაშაულს ამსუბუქებს.

ჯერ ჯერობით ესპანური ფეხბურთის მართველ ორგანოს ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ "რეალი" მომდევნო მატჩს 20 აპრილს "ატლეტიკ ბილბაოსთან" გამართავს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063635