ფეხბურთი

17:15 | 14.04.2025 | ნანახია 0 - ჯერ

ლუკა მოდრიჩი "სუონსის" შეძენასთან ახლოსაა

ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი ახლოსაა უელსური "სუონსის" შეძენასთან. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ყველა დეტალზე შეთანხმება მიღწეულია და ამ ამბის გაოფიციალურება დროის ამბავია. მოდრიჩი კლუბის მცირე წილს შეიძენს და ერთ-ერთი მფლობელი გახდება.

გეტყვით, რომ ოქროს ბურთის მფლობელს ეს ფაქტი საფეხბურთო კარიერაში არანაირ პრობლემას არ შეუქმნის, 39 წლის ფეხბურთელს მადირიდს "რეალთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება, მაგრამ დიდია შანსი მხარეებმა ახალი ერთ წლიანი კონტრაქტი გააფორმონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062568
სარეკლამო ადგილი - 99
X x X