ფეხბურთი

16:45 | 14.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ავსტრიელი ფეხბურთელები: "კიტეიშვილს ყველაფერი აქვს, ჩვენს ჩემპიონატში საუკეთესოა"

გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში სტუმრად „ზალცბურთან“ 2:1 მოიგო, რაც ოთარ კიტეიშვილის დამსახურებაა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

ქართველი ფეხბურთელის შესახებ Sky Sport Austria-ს სტუდიაში ვეტერანმა ავსტრიელმა ფეხბურთელებმა ისაუბრეს და მის მიმართ არაერთი კომპლიმენტი თქვეს.

ალფრედ ტატარი: „ის ყველაფერს აერთიანებს, რაც ფეხბურთელს აქვს და რის გამოც მისი ყურება სიამოვნებას განიჭებს: ტექნიკას, თამაშის ინტელექტს, კრეატიულობას, გოლების გატანის და საგოლე პასების გაკეთების უნარს, სრულყოფილია“.

ფრანც შიმერი: „ჩემთვის ის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელია. მას წარმოუდგენელი სათამაშო ინტელექტი აქვს, რასაც ბურთის კონტროლის უნარიც ერთვის“.

მარიო ზონლაიტნერი: „ის შესანიშნავი ფეხბურთელია, დინამიურია და ბურთსაც კარგად აკონტროლებს, რაც მნიშვნელოვანია“.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილმა „შტურმის“ რიგებში 2018 წლიდან დღემდე 220 მატჩში 52 გოლი გაიტანა და 37 საგოლე პასი გააკეთა. ის ერთხელ გახდა ავსტრიის ჩემპიონი და ორჯერ ავსტრიის თასის გამარჯვებული, ხოლო 2023-2024 წლების სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122719