ფეხბურთი

16:12 | 14.04.2025 | ნანახია NaN - ჯერ

kicker-მა ოთარ კიტეიშვილი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

ავსტრიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში "შტურმი" სტუმრად "ზალსბურგს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 იმარჯვა. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი ოთარ კიტეიშვილმა შეიტანა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

ავტორიტეტულმა გამოცემა Kicker-მა კიტეიშვილს კარგი თამაში დაუფასა, გამოცემამ ქართველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და ამავდროულად 25-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა.

„კვირას, ქართველი ფეხბურთელი კიდევ ერთხელ გადამწყვეტი იყო ზალცბურგში გამარჯვებაში, რითაც გრაცის გუნდმა „ზალცბურგთან“ უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდა. კიტემ არა მარტო ორი გოლი გაიტანა, არამედ მოპოვებული პენალტით Kicker-ის რეიტინგში საგოლე პასიც დაიმატა.

დიდად გასაკვირი არ არის, რომ კიტეიშვილმა „ზალცბურგის“ წინააღმდეგ კარგად ითამაშა. საერთო ჯამში მან „ხარებს“ 7 გოლი გაუტანა, რაც მისი პირადი რეკორდია. ასევე, რეკორდია სეზონში 11 გოლი. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ კიტემ გამარჯვების გოლი მაშინ გაიტანა, როცა „შტურმი“ მოედანზე 10 ფეხბურთელით იყო. 2000 წლის 19 მარტის შემდეგ, ასევე 25-ე ტურში, ეს პირველი შემთხვევაა, როცა „შტურმმა“ რიცხობრივ უმცირესობაში ბუნდესლიგის მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა“, - წერს Kicker-ი.

კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში „შტურმის“ მაისურით 12 გოლი აქვს გატანილი, 11 ჩემპიონატში და 1 ჩემპიონთა ლიგაზე. ეს მისი კარიერის საუკეთესო შედეგია, ასევე 12 გოლი 2018 წელს ჰქონდა, როცა „დინამო თბილისის“ მაისურით შეძლო 12-ჯერ თავის გამოჩენა, ხოლო ავსტრიულ კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონი აქვს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა.

გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფს 30 ქულით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი, 20 აპრილს, „ლინცს“ შინ დაუპირისპირდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:54 | 12.11.2020
თენგაბი (950)

შეიძლება ვცდები, მაგრამ რაღაც ნაძალადევად ჭიდაობს, თითქოს ვალს იხდისო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067573
სარეკლამო ადგილი - 99
X x X