მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხოსელუმ "არსენალთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ, ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც 35 წლის ესპანელი აცხადებს, მას სჯერა "რეალს" შესწევს ძალა, რომ თამაში შემოატრიალოს და შემდეგ ეტაპზე გავიდეს.
"მსოფლიოში ერთადერთი კლუბი მადრიდის "რეალია", რომელსაც ასეთი თამაშების შემოტრიალება შეუძლია. ეს ყველამ ბევრჯერ ნახა და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლას ახლაც ჩვენ შევძლებთ. ვფიქრობ "რეალს" აქვს რასაც განსაკუთრებული, რომელიც "ბერნაბეუზე" უფრო მეტად იგრძნობა. მატჩის საწყისი წუთები მნიშვნელოვანი იქნება, რადგან სწრაფი გოლი მატჩის შემოტრიალებისთვის მნიშვნელოვანი იქნება." - განაცხადა ხოსელუმ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "რეალმა" სწორედ ხოსელუს მიერ გატანილი გოლების წყალობით იმარჯვა, რომელიც ესპანელმა "ბაიერნის" კარში 88-ე და 90-ე წუთებზე გაიტანა.
ცნობისთვის, "არსენალისა" და "რეალის" პირველი მატჩი "მეთოფეთა" გამარჯვებით 3:0 დასრულდა, განმეორებითი შეხვედრა კი, "ბერნაბეუზე" 16 აპრილს გაიმართება.