კალათბურთი

23:40 | 13.04.2025 | ნანახია NaN - ჯერ

გოგა ბითაძის 10 ქულა რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ს რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში სტუმრად „ატლანტა ჰოუქსთან“ 105:117 დამარცხდა. „ორლანდო“ თავიდანვე ჩამორჩა და მერე სიტუაცია ვეღარ გამოასწორა.

ბითაძემ მოედანზე 26 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი, 10 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. გოგამ 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ორლანდოელი ენტონი ბლექი იყო 20 ქულით და 10 მოხსნით, ხოლო „ატლანტაში“ ტერენს მანი გამოირჩა 19 ქულით, 3 მოხსნით და 4 პასით.

„ორლანდო მეჯიქმა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში გამოსვლა 41 მოგებით და 41 წაგებით მეშვიდე ადგილზე დაასრულა, რითაც პლეი-ინში გავიდა, სადაც უკვე პლეი-ოფის საგზურისთვის იბრძოლებს.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070581
სარეკლამო ადგილი - 99
X x X