ფეხბურთი

23:25 | 13.04.2025 | ნანახია NaN - ჯერ

"ტორპედოს" მოუგებელი სერია "დინამო თბილისთან" გამარჯვებით შეწყდა

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მერვე ტურმა სტარტი აიღო, რომლის პირველ სათამაშო დღეს ორი მატჩი გაიმართა და ორივე მასპინძლებმა მოიგეს.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ტორპედომ“ „დინამო თბილისი“ 2:0 დაამარცხა. დირკ შუსტერის გუნდს პირველი ტურის მერე ვერ მოეგო (6 მატჩი) და პლეი-აუტის ზონაში იყო, შესაბამისად, შეცდომის უფლება აღარ ჰქონდა. „ტორპედომ“ პირველივე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი, როცა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. თავი სოლომონ კვირკველიამ და გიორგი კოხრეიძემ გამოიჩინეს. ტაიმის ბოლოს გატანა ბიორნ იონსენსაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა. თუმცა, ქუთაისელებმა მაინც მოიგეს, რადგან მეორე ტაიმში უპირატესობა შეინარჩუნეს.

„ტორპედო“ 8 ქულით მეშვიდე ადგილზეა და პირველი წრის ბოლო ტურში „გარეჯს“ შეხვდება, ხოლო „დინამო თბილისს“ 11 ქულით მეოთხე ადგილი უკავია და წინ „დილასთან“ მატჩი აქვს.

გორის „დილამ“ ფოთის „კოლხეთს“ შინ 2:0 აჯობა აბუბაკარ კონტესა და ალექსანდრე ანდრონიკაშვილის გოლებით. გორელებს კარგი პირველი წრე გამოუვიდათ, 17 ქულით ლიდერობას „იბერიასთან“ ერთად იყოფენ, ხოლო მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ შეხვდებიან. „კოლხეთს“ მხოლოდ 5 ქულა აქვს და „დინამო ბათუმს“ შეხვდება.

მერვე ტურში სამი მატჩი ორშაბათს გაიმართება: „იბერია“ – „გარეჯი“ „თელავი“ – „გაგრა“ და „დინამო ბათუმი“ – „სამგურალი“.

„ტორპედო“ – „დინამო თბილისი“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 კვირკველია (22), 2:0 კოხრეიძე (26)

„დილა“ – „კოლხეთი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 კონტე (35), 2:0 ანდრონიკაშვილი (88)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06235
სარეკლამო ადგილი - 99
X x X