ჭიდაობა

21:53 | 13.04.2025 | ნანახია NaN - ჯერ

ბოლქვაძის და ხეცურიანის ბრინჯოს მედლები ევროპის ჩემპიონატზე

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს საქართველომ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომლებიც გელა ბოლქვაძისა და ჯონი ხეცურიანის აქტივშია.

82 კგ წონით კატეგორიაში გელა ბოლქვაძემ შვეიცარიელი რამონ ბეტშარტი (1:1) და ბულგარელი სვეტოსლავ ნიკოლოვი (6:2) დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანელ გურბან გურბანოვთან წააგო და დღეს ბრინჯაოსთვის იბრძოლა, სადაც სომეხი სამველ გრიგორიანი 3:1 დაამარცხა.

67 კგ წონით კატეგორიაში ჯონი ხეცურიანმა შანსი რეპეშაჟიდან მიიღო და შვეიცარიელი ანდრეას ვეტში 4:2 დაამარცხა, ხოლო მედლისთვის შეხვედრაში თურქ მურათ ფირათს 3:1 სძლია.

დღესვე, ბრინჯაოს შანსი ჰქონდა ამირან შავაძეს (60 კგ), რომელმაც რეპეშაჟში ლიეტუველი იუსტას პეტრავიჩუსი 7:4 დაამარცხა, მაგრამ მედლისთვის ბრძოლა მოლდოველ ვიქტორ ჩიობანუსთან 0:10 წააგო.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულა - ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში ჩატარდა, სადაც საქართველომ 5 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06685
სარეკლამო ადგილი - 99
X x X