მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის 31-ე ტურში სტუმრად „ალავესი“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 34-ე წუთზე ედუარდო კამავინგამ გაიტანა.
ოთხ წუთში უხეშობისთვის კილიან მბაპე გააძევეს, მაგრამ ამის მიუხედავად, კარლო ანჩელოტის გუნდმა მოიგო, 66 ქულა დააგროვა და „ბარსელონას“ ისევ ოთხი ქულით ჩამორჩება.