ჩეხეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში „იაბლონეცმა“ „პარდუბიცე“ 1:0 დაამარცხა, ვახტანგ ჭანტურიშვილი კი საგოლე პასით გამოირჩა.
სწორედ ქართველის პასის შემდეგ გაიტანა მატჩის ერთადერთი გოლი 64-ე წუთზე პეტრ სევჩიკმა.
ჭანტურიშვილს ჩეხეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 2 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს აქტივში.
„იაბლონეცი“ ჩეხეთის ჩემპიონატში 48 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 19 აპრილს, „მლადას“ ესტუმრება.