იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ინტერი“ და „კალიარი“ შეხვდნენ, „ინტერის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.
ანგარიში მე-13 წუთზე „ინტერის“ ფორვარდმა მარკო არნაუტოვიჩმა გახსნა. 26-ე წუთზე მასპინძლების თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა თავისი გუნდის უპირატესობა გააორმაგა. 48-ზე „კალიარის“ ფორვარდმა რობერტო პიკოლიმ ერთი გოლი გაქვითა. 56-ე წუთზე კი გერმანელმა მცველმა იან ბისეკმა „ინტერის" ორბურიანი უპირატესობა აღადგინა.
იტალიის სერია A-ს ტიტულისთვის რბოლაში „ინტერი“ 71 ქულით ლიდერობს. უახლოეს მდევარ „ნაპოლის“ ერთი თამაშით ნაკლები და ექვსი ქულით ნაკლები აქვს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კიოლნი თუ ესე უბერავს გასავარდ ზონაში რა ესაქმება