ჭიდაობა

21:49 | 12.04.2025 | ნანახია 544 - ჯერ

რამაზ ზოიძის ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა რამაზ ზოიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

77 კგ წონით კატეგორიაში ზოიძემ ფინალამდე ესპანელი მარკოს სანჩეს სილვა მეხიასი (7:1), ჩეხი მიხალ ჟელენკა, თურქი აჰმეთ ილმაზი (10:1) და შვედი პერ ალბინ ოლოფსონი (10:2) დაამარცხა, ხოლო დღეს ფინალში სომეხ მალხას ამოიანთან 1:3 წააგო და ვერცხლს დასჯერდა.

საქართველოს აქტივში ამ დროისთვის თითო ვერცხლი-ბრინჯაოს მედალია. ბრინჯაო 17 წლის ვახტანგ ლოლუამ მოიპოვა. შეჯიბრის ბოლო დღეს, ხვალ, კიდევ სამი ბრინჯაოს მედლის შანსია.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში ჩატარდა, სადაც საქართველომ 5 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063623
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
544