ჭიდაობა

20:27 | 12.04.2025 | ნანახია 0 - ჯერ

17 წლის ვახტანგ ლოლუამ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბერძნულ-რომაულ ევროპის ჩემპიონატზე 17 წლის ვახტანგ ლოლუამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ლოლუასთვის ეს პირველი ტურნირია დიდებში და წარმატებით გამოსვლა შეძლო. მან მეოთხედფინალში გუშინ ელდანიზ აზიზლისთან განიცადა მარცხი, მაგრამ ბრინჯაოსთვის დღეს იჭიდავა და სომეხ მანველ ხაჩატურიანთან 8:1 მოიგო.

შესაბამისად, მედალს დაეუფლა, რომელიც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066664