ჭიდაობა

19:48 | 12.04.2025 | ნანახია NaN - ჯერ

სამი ბრინჯაოს შანსი ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეს საქართველოს ნაკრების ხუთმა წევრმა იჭიდავა, მაგრამ ფინალში ვერცერთი გავიდა. სამაგიეროდ, სამი ბრინჯაოს შანსი არსებობს.

82 კგ წონით კატეგორიაში გელა ბოლქვაძემ შვეიცარიელი რამონ ბეტშარტი (1:1) და ბულგარელი სვეტოსლავ ნიკოლოვი (6:2) დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანელ გურბან გურბანოვთან წააგო და ხვალ ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

60 კგ წონით კატეგორიაში ამირან შავაძემ პირველივე შეხვედრა წააგო, მაგრამ მისი მეტოქე ფინალში გავიდა, შესაბამისად, ქართველი ხვალ ბრინჯაოსთვის იბრძოლებს, რომლის რეპეშაჟში ლიეტუველ იუსტას პეტრავიჩიუსს შეხვდება.

67 კგ წონით კატეგორიაში ხეცურიანმა პირველი ბრძოლა მოიგო და მეოთხედფინალში წააგო, მაგრამ ისიც გადაერთო რეპეშაჟში, სადაც შვეიცარიელ ანდრეას ვეტშის გაეჯიბრება.

დღესვე, უმედლოდ დაასრულეს ასპარეზობა იური ლომაძემ (72 კგ) და გიორგი მელიამ (97 კგ).


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:50 | 08.04.2020
KoRBeN DaLLaS (24848)

სიძვის დიაცი რომ მორალს წაგიკითხავს...
ეს რომ გვარდიმ გაიგოს, აკაკის "გამზრდელივით" თავში დამბაჩას იკრავს - კაცად ვერ გამიზრდიხარო

17:48 | 08.04.2020
KoRBeN DaLLaS (24848)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063874
სარეკლამო ადგილი - 99
X x X