უეფას კონტროლის, ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 9 აპრილს, ნიონში შედგა, 23 მარტს, საქართველო - სომხეთის მატჩის მიმდინარეობისას და თამაშის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტების შესახებ იმსჯელეს.
უეფას გადაწყვეტილებით, გულშემატკივართა მხრიდან მოედანზე შევარდნის, ლაზერული სანათებისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის, აგრეთვე გასასვლელების ბლოკირებისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს.
აღნიშნული სასჯელი ეხება იმ გათამაშებებს, რომელზეც უეფას სადისციპლინო კომპეტენცია ვრცელდება. შესაბამისად, სასჯელი არ ვრცელდება ამხანაგურ მატჩებსა და 2025 წლის შემოდგომაზე გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს, შესაბამისად, თურქეთის წინააღმდეგ გულშემატკივარს დასწრების უფლება ექნება.
უეფას გადაწყვეტილება ასევე მოიცავს ორწლიან გამოსაცდელ ვადას. ორი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს კვლავ უმაყურებლოდ ითამაშებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პეკატაც მოტყდა ნაკრებიდან თუმცა ეგ უკეთესიცაა,ბრუნო ჩაჯდა.2 ნახევარცმველიანში ბრუნო უკეთესია
ცენტრფორვარდი არ ყავს ბრაზილიას კარგი,დანარჩენი შეუძლია ძლიერი ნაკრების გამოყვანა.ანტონის დედისხვნაც გასათვალისწინებელია,ეგეც გამოაკლდათ.კაზემირო-ბრუნო ცენტრში კარგია,ვინიციუსი ნეიმარი რაფინიაც კარგი შეტევაა და რიჩარლისონია სუსტი.რაფინიაც ნაცვლად როდრიგოს დაყენებაც შეიძლება
ჟეზუსიც სუსტია თორემ ეგეც შეიძლება ცხრიანზე.მარტინელი ვერ მოხვდება ამ გუნდში,ვინიციუსი შეუცვლელი მარცხენა ვინგია დღეს