ფეხბურთი

16:32 | 9.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის "რეალმა" კარლო ანჩელოტის შემცვლელის ძიება დაიწყო

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის "რეალი" სტუმრად ლონდონის "არსენალთან" 3:0 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მადრიდელთა გულშემატკივარი აქტიურად მოითხოვს, რომ დროა კარლო ანჩელოტი წავიდეს. ესპანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, მადრიდელთა ხელმძღვანელობამ იტალიელის შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო და მისი მტკიცებით, როგორც არ უნდა დასრულდეს სეზონი, ზაფხულში ანჩელოტის ჩაბი ალონსო შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი "რეალს" მეორე ვადით 2021 წელს ჩაუდგა სათავეში, იქამდე კი, 2013-2015 წლებში წვრთნიდა. მისი თავკაცობით "სამეფო კლუბმა" ჩემპიონთა ლიგის მოგება სამჯერ მოახერხა.

მადრიდის "რეალისა" და ლონდონის "არსენალის" განმეორებითი მატჩი მადრიდში 16 აპრილს გაიმართება.

0.088089