მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ „ინტერთან“ მარცხის შემდეგ (1:2) კომენტარი გააკეთა.
ბელგიელ მწვრთნელს სჯერა, რომ მის გუნდს საპასუხო მატჩის სტუმრად მოგება შეუძლია. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ „ინტერმა“ მიუნხენში გამარჯვება ცოტა არ იყოს მეტისმეტად იზეიმა, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ორმატჩიან დუელში გამარჯვებაში ზედმეტად დარწმუნებული არიან.
„მხოლოდ პირველი ტაიმი ვითამაშეთ, ახლა წინ უნდა გავიხედოთ, ვეცადოთ მცირე დეტალებზე მუშაობას, რაშიც უნდა გავაუმჯობესოთ. გვქონდა საგოლე მომენტები, სახიფათოდ ვუტევდით, როგორც წესი, როცა ამდენ მომენტს ვქმნით, 3-4 გოლს ვიტანთ, ამჯერად ეს ვერ შევძელით. დარწმუნებული ვარ, მილანში უფრო მეტი გოლის გატანას მოვახერხეთ, მილანში გამარჯვება ადვილი არ იქნება, მაგრამ გამარჯვება ერთადერთია, რასაც „ბაიერნმა“ უნდა მიაღწიოს.
მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ „ინტერის“ ფეხბურთელები ცოტა მეტისმეტად ზეიმობდნენ...
რა თქმა უნდა, უკეთ უნდა ვითამაშოთ, ფეხბურთელები გვაკლდა, მაგრამ ამის გამო არ უნდა ვიტიროთ, სახიფათოები ვიყავით. შედეგი დადებითი არაა და ახლა მომდევნო მატჩი უნდა მოვიგოთ. აქ მოთხოვნაა ყველა მატჩის მოგება, შესაბამისად, ჩვენთვის ბევრი არაფერი იცვლება, ეს ყოველ კვირაში, ყოველ მატჩში უნდა გავაკეთოთ. გვჯერა, მიუხედავად იმისა, რომ რთული იქნება, უპირატესობა მათ მხარესაა.
არ მგონია, რომ ფინალის სახლში თამაში ყველაზე დიდი მოტივაცია იყოს, მაგრამ გუნდი ისედაც ძალიან მოტივირებულია. მსგავსი სიტუაციები მიმდინარე სეზონში უკვე გვქონდა და თავი კარგად გავართვით, შესაბამისად, გვჯერა, რომ ამას კიდევ ერთხელ მოვახერხებთ“, - თქვა კომპანიმ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „ბაიერნის“ საპასუხო მატჩი 16 აპრილს გაიმართება.