ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში "არსენალმა" მადრიდის "რეალი" საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად 3:0 (ვიდეო) დაამარცხეს და შემდეგ ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, "მეთოფეეის" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ჟურნალისტებთან მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებული იყო.
"გამარჯვებაში ძალიან დარწმუნებული ვიყავი და მჯეროდა, რომ ჩვენ ეს შეგვეძლო. როდესაც რეალთან ამ ტურნირზე 20 წელია არ გითამაშია, მზად უნდა იყო საკუთარი ისტორიის დასაწერად. ასეთი საღამოებით შეგიძლია შენი ისტორიის შექმნა. შედეგი ფეხბურთელების გუნდურობის და ინდივიდუალური ხარისხიდან მოვიდა. შეგვიძლია ამ გამარჯვებით ვისიამოვნოთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ჯერ მხოლოდ საქმის ნაწილი შევასრულეთ. გვმართებს ბერნაბეუზე ისეთივე კარგები ვიყოთ, როგორც ეს დღევანდელ მატჩში იყო." - განაცხადა არტეტამ.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის „არსენალი“ მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე ერთადერთხელ, 19 წლის წინ გადაეყარა და მისი ბარიერი დაძლია (ორი მატჩის ჯამში 1:0).
"რეალისა" და "არსენალის" განმეორებითი მატჩი მადრიდში 16 აპრილს გაიმართება.







