ფეხბურთი

15:53 | 8.04.2025 | ნანახია NaN - ჯერ

ფრანკ რიბერი: „ინტერი“ არის მანქანა, რომელსაც შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება“

მიუნხენის „ბაიერნისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ „ბაიერნ“ – „ინტერის“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ ისაუბრა.

„ეს იქნება არაპროგნოზირებადი დაპირისპირება. ორი გიგანტი ითამაშებს ერთმანეთის წინააღმდეგ, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ „ბაიერნს" ბევრი ტრავმირებული მოთამაშე ჰყავს. ასეთ თამაშებში ფიზიკურად და განსაკუთრებით გონებრივად 100% უნდა დაიხარჯო. „ბაიერნი“ არის „ბაიერნი,“ მაგრამ „ინტერი“ იმავე დონეზეა ორგანიზებულობის მხრივ. ეს არის მანქანა, რომელსაც შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება“, - ციტირებს Football Italia.

„ბაიერნისა“ და „ინტერის“ მატჩი დღეს, 8 აპრილს გაიმართება მიუნხენში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063543