ფეხბურთი

23:05 | 7.04.2025 | ნანახია 0 - ჯერ

სიმონე ინძაგი: "ყველა „ბაიერნის“ დანაკლისზე საუბრობს, მაგრამ 5 ფეხბურთელი მილანში დავტოვეთ"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბაიერნთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ფეხბურთელები „ინტერსაც“ აკლია, არა მხოლოდ „ბაიერნს“, მაგრამ ამაზე არავინ ლაპარაკობს:

„ხვალ დიდი მატჩი იქნება ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც „ბაიერნია“. ჩვენც ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, არა მარტო „ბაიერნს“, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს, „პარმასთან“ 5-დან 4 შეცვლა ტრავმის გამო გავაკეთე. ბასტონი უფრო ითამაშებს, ვიდრე არა, დიმარკო პირიქით, ჩალჰანოღლუსაც მცირე პრობლემა აქვს. „პარმასთან“ ფრე ცუდი შედეგი იყო, მაგრამ ახლა ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ.

ორი წლის წინ ვთქვი, რომ „ბაიერნის“ წინააღმდეგ თამაში შეუძლებელი იყო, მაგრამ მას შემდეგ ჩვენ გავიზარდეთ. მათ გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ, აგრესიულად იბრუნებენ ბურთს და კარგ პრესინგს თამაშობენ. მწვრთნელიც კარგად მუშაობს. მიულერი ჩემპიონია, ხვალ მის წინააღმდეგ მეხუთედ ვითამაშებ და ის ყოველთვiს უქმნიდა ჩემს გუნდს პრობლემებს.

მუსიალას დანაკლისი? ეს კომპანის უნდა ჰკითხოთ, მაგრამ „ბაიერნს“ მიულერი და გნაბრი ჰყავს. ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ და რასაც ვაკეთებთ, ჩვენი შესაძლებლობების ზღვარს ვაჭარბებთ. ყველა „ბაიერნის“ დანაკლისზე საუბრობს, მაგრამ ჩვენი 5 ფეხბურთელი მილანში დარჩა. წინ მივდივართ დიდი თავდაჯერებით, ვიცით, რომ დიდი დაბრკოლება გველოდება“, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „ინტერის“ მატჩი 8 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:13 | 03.02.2017
Chat shit get banged (1127)

მაგდენი რო ივარჯიშო უარესს დამართებ ორგანიზმს

19:34 | 03.02.2017
nike-ni (103)

6-7 საათს დარბაზში ატარებს... კი არ ვარჯიშობს.

15:11 | 03.02.2017
Chat shit get banged (1127)

6-7 საათს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066696
სარეკლამო ადგილი - 99
X x X