პრემიერლიგის 31-ეტურის შაბათის სათამაშო დღეს ხუთი შეხვედრა იმართება. ოთხი უკვე დასრულდა. ამათგან გამსარჩევი „ევერტონ“ – „არსენალის“ მატჩი გახლდათ, რომელიც ფრედ - 1:1 დასრულდა და ამან ლიდერი „ლივერპულის“ წისქვილზეც დაასხა წყალი. ახლა მერსისაიდელები უკვე 11 ქულით უსწრებენ უშუალო მდევარ „არსენალს“ და ერთი თამაშით ნაკლებიც ჩაატარეს.
ინგლისი. პრემიერლიგა. 31-ე ტური. 5 აპრილი: ევერტონი - არსენალი 1:1, კრისტალ პალასი - ბრაიტონი 2:1, იფსვიჩი - ვულვერჰემპტონი 1:2, ვესტ ჰემი - ბორნმუთი 2:2, ასტონ ვილა - ნოტინგემ ფორესტი მოგვიანებით გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს სუ გამო##ევდა რა.