ფეხბურთი

11:01 | 5.04.2025 | ნანახია 1230 - ჯერ

კრიშტიანუს მორიგი დუბლი და 931 გოლი კარიერაში (+VIDEO)

საუდი პრო ლიგის 26-ე ტურში კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრმა“ „ალ-ჰილალთან“ პრინციპული მატჩი მოიგო - 3:1.

მთავარი მოქმედი პირი სწორედ 40 წლის პორტუგალიელი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და 1000-გოლიანი ნიშნულისკენ მორიგი ნაბიჯები გადადგა. კრიშტიანუმ მეტოქის კარი მეორე ტაიმში დალაშქრა ორჯერ და „ალ-ნასრმა“ გასვლაზე აჯობა მთავარ მეტოქეს. კრიშტიანუს კარიერაში უკვე 931 გოლი დაუგროვდა.

„ალ-ნასრი“ 54 ქულით მესამე ადგილზეა, „ალ-ჰილალი“ მეორეა 57 ქულით. საუდის არაბეთის ჩემპიონატს 61 ქულით „ალ-იტიჰადი“ ლიდერობს. თავის მხრივ, რონალდუ ბომბარდირთა დავის ლიდერია - 21 გოლით.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066158
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
1230