ფეხბურთი

0:28 | 4.04.2025 | ნანახია 0 - ჯერ

ოსიმენის შეძენა არაბულ კლუბებს სურთ

„ნაპოლის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შეძენა საუდის არაბეთის კლუბებს სურთ. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.

ოსიმენი ამჟამად იჯარით „გალათასარაიში“ თამაშობს, მაგრამ „ნაპოლის“ საკუთრებაშია, შესაბამისად, არაბებს მოლაპარაკება იტალიურ კლუბთან მოუწევთ. არსებობს გამოსასყიდი პუნქტი, რომლის ფასი 75 მილიონი ევროა, შესაბამისად, ამ თანხის გადახდის შემთხვევაში ტრანსფერს წინ ვერაფერი დაუდგება. თუმცა, სკირა არ აკონკრეტებს რომელ ორ არაბულ კლუბზეა საუბარი.

მიმდინარე სეზონში ნიგერიელმა ფორვარდმა „გალათასარაის“ რიგებში 28 გოლი გაიტანა და 5-ჯერ საგოლე პასითაც გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.065925