ფეხბურთი

16:57 | 3.04.2025 | ნანახია 411 - ჯერ

სერია B-ში გიორგი კვერნაძის გოლი მარტის საუკეთესოდ დაასახელეს

იტალიის სერია B-ში მარტის საუკეთესო გოლად „ფროზინონეს“ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის გოლი დასახელდა.

გიორგიმ „ბრეშას“ ძალიან ეფექტური გოლი გაუტანა, რაც ლიგამ გამოარჩია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში კვერნაძე მეორედ დასახელდა სერია B-ს თვის საუკეთესო გოლის ავტორად. პირველად - დეკემბერში.

22 წლის ქართველ ფეხბურთელს სერია B-ს მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო სამჯერ საგოლე პასით გამოირჩა. აღსანიშნავია, რომ გიორგი მხოლოდ 8-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070092
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
411