ფეხბურთი

1:44 | 3.04.2025 | ნანახია 0 - ჯერ

იტალიის თასის ნახევარფინალში "მილანი" და "ინტერი" დაზავდნენ

იტალიის თასის ნახევარფინალში „დერბი დელა მადონინა“ შედგა, რომლის პირველი დუელი ფრედ დასრულდა.

„მილანმა“ და „ინტერმა“ გოლები გაცვალეს: ჯერ ტამი აბრაჰამმა მასპინძლები დააწინაურა, შემდეგ ჰაქან ჩალჰანოღლუმ გაათანაბრა და მერე არაფერი შეცვლილა - 1:1.

ამ სეზონში „ინტერის“ „მადონინაში“ არ გაუმარჯვია - 2 ფრე, 2 წაგება. თუმცა, ვინაიდან საპასუხო მატჩში მასპინძელი იქნება, ფინალში გასვლის ცოტა უფრო მეტი შანსი აქვს.

იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი 23 აპრილს გაიმართება.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067986