ფეხბურთი

21:00 | 2.04.2025 | ნანახია NaN - ჯერ

ვლადიმერ მამუჩაშვილის მე-8 გოლი "შერიფში"

მოლდოვის თასის მეოთხედფინალში ტირასპოლის „შერიფმა“ „ბალტი“ 4:1 დაამარცხა, ხოლო ერთი გოლი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა.

ქართველმა ნახევარმცველმა მეტოქის კარი 29-ე წუთზე დალაშქრა და ანგარიში იმ დროისთვის 3:0 გახადა. 27 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 8 გოლი აქვს გატანილი, 6 ჩემპიონატში და 2 - თასზე.

ეს პირველი მატჩი იყო, საპასუხო შეხვედრას „შერიფი“ სტუმრად ჩაატარებს, თუმცა ნახევარფინალის საგზურის მოპოვება წესით, არ უნდა გაუჭირდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063424