ფეხბურთი

2:00 | 2.04.2025 | ნანახია NaN - ჯერ

4:4 და დამატებითი დრო: "რეალი" ესპანეთის თასის ფინალშია

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის თასის ფინალშია. კარლო ანჩელოტის გუნდმა ნახევარფინალში „სოსიედადი“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა.

პირველი მატჩი „სამეფო კლუბს“ სან სებასტიანში 1:0 ჰქონდა მოგებული, მაგრამ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „სოსიედადმა“ მეტოქეს არაფერი დაუთმო და ყველაფერი დამატებით დროში გადაწყდა.

მე-16 წუთზე ბასკები ბარენეჩეას გოლით დაწინაურდნენ, რასაც შესვენებამდე ენდრიკმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. 72-ე და მე-80 წუთებზე „სოსიედადმა“ კიდევ ორი გოლი გაიტანა, 3:1 დაწინაურდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ორი მატჩის ჯამში წინ იყო და ფინალში გადიოდა.

„რეალი“ არ გატყდა, ძალიან მალე, ოთხწუთიან ინტერვალში მოახერხა გათანაბრება ჯუდ ბელინგემისა და ორელინ ჩუამენის გოლებით - 3:3. მიუხედავად ამისა, „სოსიედადმა“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მეოთხეც შეაგდო, დუბლი მიკელ ოიარსაბალმა შეასრულა - 3:4 (ორი მატჩის ჯამში - 4:4).

დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც 115-ე წუთზე ანტონიო რიუდიგერმა გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა: მატჩი 4:4 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში „რეალმა“ 5:4 გაიმარჯვა.

ესპანეთის თასის ფინალი 26 მაისს გაიმართება, „რეალის“ მეტოქე „ბარსელონა“ ან „ატლეტიკო“ იქნება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:59 | 19.05.2019
manufan1997 (141)

მართლა თურქიშ ეარლაინს ევროლიგაა რა :დდდდდ რა შუაში იყო აქ საერთოდ ვესელი??ან მისი მეჯიქ მომენტი კარგით რაა :დდდდდდ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067916