ფეხბურთი

11:54 | 1.04.2025 | ნანახია NaN - ჯერ

„იუვენტუსი“ 16 წლის ქართველით დაინტერესდა

ფოთის „კოლხეთის“ ნახევარმცველმა ანდრია ბართიშვილმა (რომელიც 16 წლის 30 მარტს გახდა) შესაძლოა კარიერა იტალიაში გააგრძელოს, წერს ჟურნალისტი და ინსაიდერი ნიკოლო სკირა სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

წყაროს ცნობით, 16 წლის ქართველით „იუვენტუსია“ დაინტერესებული. ტურინული კლუბი ბართიშვილში ახალ ხვიჩა კვარაცხელიას ხედავს.

ბართიშვილი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და „კოლხეთის“ მეორე გუნდში 2025 წლის იანვრიდან თამაშობს. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში 4 მატჩში მან 2 გოლი გაიტანა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:50 | 03.02.2018
Winstona (110)

კიოლნი თუ ესე უბერავს გასავარდ ზონაში რა ესაქმება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059294