„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა „ბორნმუთთან“ მატჩში ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით, უცნობია მოედანზე როდის დაბრუნდება.
კლუბის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტერფის დაზიანების გამო ნორვეგიელი კონსულტაციებს სპეციალისტებთან გაივლის, რათა გამოჯანმრთელება რაც შეიძლება მოკლე დროში შეძლოს.
„სიტიში“ ვარაუდობენ, რომ ჰოლანდი სეზონის ბოლოს დაბრუნდება და ითამაშებს, მათ შორის, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზეც, რომელიც ივნისში გაიმართება.
ერლინგ ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 მატჩში 30 გოლის გატანა მოახერხა.