„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაომ „ნაპოლისთან“ მატჩის (1:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, თამაშის დღეს ყველაფერი მოხდა, რამაც გუნდზე ნეგატიურად იმოქმედა.
„წაგების გამო საბაბს არ ვეძებ, მაგრამ დღეს ყველაფერი მოხდა. დილით მითხრეს, რომ ლოფტუს-ჩეკს ოპერაცია სჭირდებოდა, შემდეგ ჩაოს ღებინება ჰქონდა, ცოტა ხნის შემდეგ ლეაუმ იგრძნო დისკომფორტი ბარძაყის არეში...
გუნდს აქვს პოტენციალი, მაგრამ ბალანსი უნდა მოიძებნოს. პენალტების შესასრულებლად 3 ფეხბურთელი გვყავს, პულიშიჩს სურდა ხიმენესისთვის თავდაჯერების ამაღლება და პენალტი დაუთმო, არ არის ჩემი გადასაწყვეტი ასეთ დროს ფეხბურთელებს ვუთხრა რა გააკეთონ, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რადგან ეს იმის ნიშანია, რომ გასახდელი ერთიანია“, - თქვა კონსეისაომ.
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ სერია A-ში 30 ტურის შემდეგ მხოლოდ 47 ქულით მეცხრე ადგილზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია