ფეხბურთი

15:59 | 31.03.2025 | ნანახია 0 - ჯერ

ლუის ენრიკე: "ჩვენ საფრანგეთში ისტორიის დაწერა გვინდა"

ხვალ "პარი სენ-ჟერმენი" საფრანგეთის თასის ნახევარფინალურ მატჩს სტუმრად "დიუნკერკის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან აღნიშნა,რომ სურვილი აქვს საფრანგეთში ისტორია დაწეროს.

"ზოგადად საფრანგეთის თასი არასტაბილურობით გამოირჩევა, სადაც პროგნოზის გაკეთება რთულია. "დიუნკერკი" ძალიან კარგი გუნდია, მათ ტურნირიდან ლიგა 1-ის სამი გუნდი გამოაგდეს. ისინი კარგად თამაშობენ, როგორც ბურთით, ისე ბურთის გარეშე და შეუძლიათ თავის კარგად დაცვა. აქედან გამომდინარე, ხვალ რთული მატჩი გველის."

"ასეთი დატვირთული გრაფიკი მოგვწონს, რადგან ეს იმაზე მეტყველებს, რომ ყველა ტურნირის მოსაგებად ვიბრძვით. ყოველი მატჩი ჩვენთვის გამოწვევაა და გუნდის ასეთი სტატისტიკაც, სწორედ ჩვენს კარგ ფორმაზე მეტყველებს. გვსურს საფრანგეთში ისტორია დავწეროთ." - განაცხადა ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ "დიუნკერკისა" და "პარი სენ-ჟერმენის" დაპირისპირება ერთმატჩიანია და მათ შორის გამარჯვებული ფინალში "კანი" - "რეიმსის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. ხვალინდელი შეხვედრა ჩვენი დროით 23:10-ზე აიღებს სტარტს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.06139