ფეხბურთი

1:21 | 31.03.2025 | ნანახია 0 - ჯერ

ესპანური მედია: "მამარდაშვილისთვის მშვიდი თამაში იყო, მაგრამ გუნდი ორჯერ მაინც გადაარჩინა"

„ვალენსიამ“ ლა ლიგის 29-ე ტურში „მალიორკა“ 1:0 დაამარცხა, ხოლო გიორგი მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა და დამაჯერებლად ითამაშა.

ესპანურ მედიაში მისი თამაში შემდეგნაირად შეფასდა:

AS: „კიდევ ერთი შესანიშნავი თამაში. ბრწყინვალე მოგერიება არ ჰქონია, მაგრამ რამდენიმე ძალიან კარგი ნახტომი გააკეთა, რათა კარი მშრალად შეენახა“.

Eldesmarque: „მისთვის მშვიდი თამაში იყო. მიუხედავად ამისა, გუნდის გადასარჩენად ორჯერ მაინც გამოჩნდა“.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კარი მშრალად მეექვსედ შეინახა. „ვალენსია“ 31 ქულით მე-15 ადგილამდე აღზევდა და გასავარდნ ზონას 4 ქულით მოსცილდა, ხოლო მომდევნო ტურში 5 აპრილს, „რეალს“ სტუმრად დაუპირისპირდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.060304