„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „მილანთან“ მატჩის წინ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მის გუნდს სჯერა, რომ ჩემპიონობა შეუძლია. კონტე ფიქრობს, რომ სიგიჟე იქნებოდა, სკუდეტოს მოგების რომ არ სჯეროდეთ, როცა „ინტერთან“ ჩამორჩენა მხოლოდ 3 ქულაა:
„ნერეში ნამდვილად ითამაშებს, მაგრამ არ ვიცი, იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში, იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენთვის. ანგისამ ტრავმა ნაკრებში მიიღო, ხოლო სპინაცოლა ხუთშაბათის შემდეგ ვერ ვარჯიშობს. ოკაფორსაც პრობლემა აქვს.
„სეზონის დასრულებამდე 9 ტურით ადრე „ინტერთან“ მხოლოდ 3-ქულიანი ჩამორჩენა გვაქვს და სიგიჟე იქნებოდა, რომ ჩემპიონობის მოგების არ გვჯეროდეს და იმედი არ გვქონდეს. სწორია, რომ სკუდეტოს მოგების გვჯეროდეს.
სკუდეტოს მოგება მხოლოდ ერთ გუნდს შეუძლია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ადგილებიც სასწორზეა. ამიტომ, ყოველთვის წინ უნდა გავიხედოთ და მხოლოდ პირველი ადგილის დაკავებაზე ვიფიქროთ, უნდა გვჯეროდეს! ყველაფერს გავიღებთ, რაც შეგვიძლია და ამ მაისურისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, სერია A-ს „ინტერი“ ლიდერობს და „ნაპოლის“ 3 ქულით უსწრებს. ანტონიო კონტეს გუნდი „მილანს“ დღეს, 22:45 საათზე უმასპინძლებს.