ფეხბურთი

0:54 | 30.03.2025 | ნანახია 16428 - ჯერ

ლუის ენრიკე: "ჩვენი მიზანია მოვიგოთ ყველა ტურნირი, რომელშიც გამოვდივართ"
"არ შეიძლება თამაში ასე დაიწყო, ყოველთვის ვერ შევძლებთ სიტუაციის შეცვლას"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „სენტ ეტიენთან“ მატჩის (6:1) შემდეგ ისაუბრა.

ესპანელ სპეციალისტს არ მოეწონა მისი გუნდისგან თამაშის დასაწყისი, რასაც ხაზი გაუსვა:

„ვულოცავ „სენტ ეტიენს“, მათ 30 წუთი ჩვენზე მაღალ დონეზე ითამაშეს, თვითმფრინავივით იყვნენ, ჩვენზე უკეთესები იყვნენ ინტენსივობით, თამაშზე კონტროლით. შემდეგ მეორე ტაიმი ძალიან კარგი გვქონდა.

ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა ჩემპიონები ვართ, ეს მხოლოდ დროის საკითხია. მინდა, რომ ჩემპიონები „პარკ დე პრენსზე“ გავხდეთ. არ არის ადვილი, როცა სანაკრებო პაუზაზე ფეხბურთელები გუნდს ტოვებენ. როცა პსჟ-ში თამაშობ, ყოველი წუთისთვის მზად უნდა იყო. ყველაზე მარტივი დასვენება იქნება, მაგრამ ორი თვე დარჩა სეზონის ბოლომდე, არ გვაქვს დასვენების უფლება. არ შეიძლება თამაში ასე დაიწყო, რადგან ყოველთვის ვერ შეძლებ შედეგის შემობრუნებას.

საფრანგეთის ჩემპიონები ვართ, რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ჩვენი მიზანი ასეთია: მოვიგოთ ყველა ტიტული, რომელ ტურნირშიც გამოვდივართ. იმედი მაქვს, რომ ასე იქნება“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ ლიგა 1-ში 27 ტურის შემდეგ დაუმარცხებელია, 72 ქულით ლიდერობს, ხოლო მომდევნო ტურში 5 აპრილს, „ანჟერს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.082724
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
16428