ფეხბურთი

23:28 | 29.03.2025 | ნანახია 253 - ჯერ

"იუვენტუსში" ტუდორის დებიუტი კარგი გამოვიდა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში „იუვენტუსმა“ „ჯენოა“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და იგორ ტუდორს დამაკმაყოფილებელი დებიუტი გამოუვიდა.

„ატალანტასა“ და „ფიორენტინასთან“ ორი უმძიმესი წაგების შემდეგ ტიაგო მოტა დაითხოვეს და ის ხორვატმა სპეციალისტმა შეცვალა. „იუვემ“ ტუდორის ხელმძღვანელობით პირველი თამაში მოიგო.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 25-ე წუთზე ქენან ილდიზმა გაიტანა. გოლი ძალიან ეფექტური იყო, თურქი საჯარიმოში შესანიშნავად გაისარჯა და მაგარი გოლი შეაგდო, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.

„იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 55 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 6 აპრილს, სტუმრად „რომას“ დაუპირისპირდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.13319