ფეხბურთი

20:17 | 29.03.2025 | ნანახია 262 - ჯერ

გიორგი კვერნაძის საგოლე პასი "სამპდორიასთან" (+VIDEO)

იტალიის სერია B-ს 31-ე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ გენუაში, „სამპდორია“ 3:0 დაამარცხა, ქართველი ფეხბურთელი კი, საგოლე პასით გამოირჩა.

გიორგი თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე შედეგიანი გადაცემა მიითვალა, როცა გოლი ფარეს გედიემისმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ფროზინონემ“ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო და თუ მანამდე გასავარდნ ზონაში იყო, ახლა სატურნირო ცხრილის შუაშია.

22 წლის ქართველ ფეხბურთელს სერია B-ს მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, სამჯერ კი, საგოლე პასით გამოირჩა. აღსანიშნავია, რომ გიორგი მხოლოდ 8-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.

„ფროზინონე“ 36 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 5 აპრილს, „კოზენცას“ უმასპინძლებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.147248