ფეხბურთი

22:50 | 28.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ვეთანხმები ფლიკს, "რეალი" "ბარსელონა" არ არის"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციასთან მოლაპარაკებები უარყო.

როგორც მან თქვა, ის „სამეფო კლუბზე“ და მასთან ერთად ტიტულების მოგებაზეა ორიენტირებული:

„ვეთანხმები ფლიკს, „რეალი“ „ბარსელონა“ არ არის... ახლა „ბარსელონა“ სატურნირო ცხრილში გვისწრებს, მაგრამ „ელ კლასიკო“ ჯერ კიდევ სათამაშოა.

უეფას გამოძიება? დიახ, ასეა, ველოდებით განაჩენს, მაგრამ ჩვენს ფეხბურთელებს არაფერი დაუშავებიათ. დარწმუნებული ვართ, უეფას ვერდიქტში, რადგან ფეხბურთელებმა უბრალოდ იზეიმეს, სულ ესაა.

ბრაზილიის ნაკრები? ვაფასებ ბრაზილიის ნაკრებს, მაგრამ ჩემსა და მათ ფედერაციას შორის ბოლო დღეებში არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. მთელი ჩემი ყურადღება „რეალზეა“ გამახვილებული. მადრიდის „რეალთან“ მაქვს კონტრაქტი და ჩემი აქცენტი ტიტულების მოგებაზეა, ახლა ჩვენ მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს“, - თქვა ანჩელოტიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116276