ფეხბურთი

15:30 | 28.03.2025 | ნანახია 800 - ჯერ

ლაუტარო მარტინესმა დაასახელა უნარი, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიასგან "მოიპარავდა"

არგენტინის ნაკრებისა და „ინტერის“ თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა თავდამსხმელებზე ისაუბრა და დაასახელა თითო თვისება, რასაც მათგან გადაიღებდა, მოიპარავდა.

ლაუტარომ აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასგან სისწრაფეში ერთი-ერთზე თამაშის უნარს მოიპარავდა:

„სისწრაფეს მბაპესგან მოვიპარავდი, ჰოლანდისგან ფიზიკურ ძალას, თავით თამაშს კეინისგან, კავანისგან ერთი-ერთზე თამაშის თვისებას, ვინისიუსიგან დრიბლინგს, მესისგან ყველაფერს!

კვარაცხელიასგან სისწრაფეში ერთი-ერთზე თამაშის უნარს, ის ამაში ძალიან ძლიერია. ხულიან ალვარესიდან მენტალიტეტს, ტურამიდან ღიმილს, სუარესისგან ფიზიკურ ძალას და გოლების გატანის უნარს“, - თქვა არგენტინელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ლაუტარო მარტინესმა კარიერა „რასინგში“ დაიწყო, ხოლო 2018 წლიდან დღემდე „ინტერის“ ღირსებას იცავს. სწორედ იტალიური კლუბის მაისურით არაერთხელ უთამაშია ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.151911