ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც „ბარსელონამ“ დამაჯერებლად მოუგო „ოსასუნას“ (3:0). თუმცა ახლა კატალონიური გუნდი ტექნიკური მარცხის საფრთხის წინაშეა.
Cadena COPE-ის ცნობით, „ოსასუნა“ განიხილავს საჩივრის შეტანას „ბარსელონას“ წინააღმდეგ ფიფას წესების დარღვევის გამო, ფეხბურთელების საერთაშორისო შესვენების შემდეგ დაბრუნებასთან დაკავშირებით.
ეს ყველაფერი ცენტრალურ მცველ ინიგო მარტინესს ეხება, რომელიც გამოიძახეს ესპანეთის ნაკრებში, მაგრამ შემდეგ კლუბში დააბრუნეს მუხლის ტრავმის გამო . თუმცა, ინიგომ გუშინდელ მატჩში "ბლაუგრანას" რიგებში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
ფიფას წესების თანახმად, ფეხბურთელები, რომლებიც ტრავმის გამო არ არიან თავიანთი ქვეყნის შემადგენლობაში, ვერ ითამაშებენ თავიანთ კლუბებში საერთაშორისო შესვენების დასრულებიდან მინიმუმ ხუთი დღის განმავლობაში, თუ მათი მონაწილეობა ოფიციალურად არ არის დამტკიცებული ქვეყნის ფედერაციის მიერ. ამიტომაც, „ბარსას“ ტექნიკური მარცხი ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგას 63 ქულით ლიდერობს და 3 ქულით უსწრებს მადრიდის „რეალს“.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია