ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი მამადუ სახო "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელის ჯონ ობი მიკელის პოდკასტში იყო მიწვეული, სადაც სხვა და სხვა თემებზე ისაუბრა, მათ შორის სახომ საქართველოში ჩამოსვლის ისტორია გაიხსენა.
"როდესაც საქართველოდან დამირეკეს ტელეფონი მალევე გავთიშე, რაზეც ჩემმა მეუღლემ მკითხა ვინ იყო და რა უნდოდათ, მე კი ვუთხარი, რომ საქართველოში თამაშის შანსი მქონდა. მან მალევე ტელეფონში ძიება დაიწყო და მითხრა, რომ მათ ზღვა აქვთო. როდესაც მეორედ დამირეკეს მათ ვუთხარი, რომ ჩემი მეუღლე საქართველოში 1 კვირას გაატარებდა და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებდი, როდესაც ჩემი მეუღლე დაბრუნდა, ის გაკვირვებული იყო, რადგან კარგი სკოლები დახვდა, ასევე ზღვა და სათხილამურო ტრასები. მას საქართველო ძალიან მოეწონა და მეც დავთანხმდი. როდესაც კარიერის ბოლოში ხარ, მნიშვნელოვანი შენი ოჯახია და იქ ვერ წახვალ, სადაც შენი შვილები და მეუღლე თავს კარგად ვერ იგრძნობენ. საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, ისინი ფეხბურთში დიდ ინვესტიციას სდებენ. მათმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს და თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს.
შეგახსენებთ, რომ მამადუ სახოს კარიერის განმავლობაში "პარი სენ-ჟერმენსა" და "ლივერპულში" უთამაშია. ფრანგი ფეხბურთელი ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას 2024 წლის ზაფხულიდან იცავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია