ფეხბურთი

16:38 | 28.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ ოსიმენის გადასვლა პსჟ-ში გამოირიცა? საქმეში კიდევ სამი კლუბია

"ნაპოლის" ფეხბურთელის ვიქტორ ოსიმენის, რომელიც იჯარის წესით ახლა "გალათასარაიში" თამაშობს დიდი ინტერესია და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ერთ-ერთი მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება.

ნიგერიელი ფორვარდის შეძენით: "ნოტინგემ ფორესტი", "არსენალი" მანჩესტერ "იუნაიტედი" და "პარი სენ-ჟერმენი" არიან დაინტერესებულნი, თუმცა როგორც ჟურნალისტი საშა ტავოლიერი იტყობინება პარიზელები ოსიმენის შეძენას აღარ ეცდებიან, ამის მიზეზად კი, ლუის ენრიკეს ასახელებს.

წყაროს ცნობით, პსჟ-ს სპორტულ დირექტორს მკაფიოდ ჰქონდა გადაწყვეტილი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ოსიმენის შეძენა, მაგრამ ამ ტრანსფერზე უარი ესპანელმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თქვა, რადგან მას ნიგერიელის ცხოვრების სტილი ძალიან არ მოსწონს.

ვიქტორ ოსიმენმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 30 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 5-ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 70-75 მილიონია.

0.127191