NBA-ში მორიგი მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა", რომელმაც საკუთარ მოედანზე "დალას მავერიკს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 92:101 დამარცხდა. ამ წაგებით "ორლანდოს" ზედიზედ სამმატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, შესვენებაზე მასპინძლები 7 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა გადამწყვეტი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, სადაც "დალასის" კალათბურთელები კარგად გაისარჯნენ და პერიოდი 14 ქულიანი სხვაობით მოიგეს, რამაც დიდი გავლენა იქონია მატჩის საბოლოო შედეგზე.
"ორლანდოს" მხრიდან საუკეთესო პაულო ბანკერო იყო, რომელმაც 35 ქულა ჩააგდო, ხოლო ფრანც ვაგნერმა თავის გუნდს 20 ქულა შემატა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო მატჩებში გოგა ბითაძეს სათამაშო დრო გაიზარდა, ქართველმა პარკეტზე არასრული 19 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში მის ანგარიშზე 3 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა.
ცნობისთვის "ორლანდო" 35 მოგებითა და 39 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი, 30 მარტს საკუთარ მოედანზე "საკრამენტოს" წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ის არ გინდათ ეს არ გინდათ...აქეფანაც იმასიქნა და იქედანაც ასე არ არის ძმაო )))))ბიჯო აბა იტალიას,საფრანგეთს,ინგლისს ესპანეთს და ა.შ ჩვენ ვერუგებთ და ეხლა ჩვენი დონის ნაკრებებთან მოგვიწევს თამაში და მოვიგებთ მაინც,მოგებულის ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდება მომავალ თაობას.
წარმატებები
D ლიგა თუ მოვიგეთ C ლიგაში გადავინაცვლებთ და ასე შემდეგ.რა რაგბის პრინციპები
როგორც ვატყობ, უეფამ ჩეფერინის მეთაურობით რაგბის შეფების პრინციპები გადმოიღო - სანაკრებო ფეხბურთი დონეებად დაიყო. ჰოდა, აწი ელიტურ გუნდებთან ტესტ-მატჩებზე საუბარი ზედმეტია - შეგვიძლია მაქსიმუმ დიდ ტურნირებზე ვეთამაშოთ
სამაგიეროდ, ვისაც შევხვდებით ყველას მოვუგებთ და მერე ნახე ახალი ლოზუნგი - ფეხბურთი(ც) ჩვენი თამაშიაო


რატომ? ამ ერთა ლიგას გარდა ცალკე ძველებური სისტემითაც ხომ უნდა ჩატარდეს ევრო 2020 ის შესარჩევი? თუ ვცდები?!
არ ცდები... თუმცა ძალიან ცუდი ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომ ჩვეულებრივ შასარჩევებზე საერთოდ არ მიდის საუბარი და თან ევროპის ჩემპიონატი მოხვედრა (სადაც (დაახლოებით) 50 ქვეყნიდან, (დაახლოებით) ნახევარი ხვდება) უნდათ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის რანგში შემოგვტენონ
))
ბოლოში უნდა დამეწერა "თუ საერთოდ გავალთ"
რა გინდათ ვინცაა ჩვენი დონე იმათთან ვთამაშობთ
ასეთ გუნდებთან მოგვიწევს თამაში და რა აზრი აქვს აბა საფრანგეთთან თამაშს და წაგებას
)))
ესეთ გუნდებთან გამარჯვებები თავდაჯერებას მაინც შეგვმატებს.
საღოლ დედამოტნული მეტოქეები აგირჩევიათ