არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა განაცხადა, რომ თუ 2026 წელს მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებენ, სანაკრებო კარიერას დაასრულებს.
„თუ ზედიზედ მეორედ მსოფლიოს ჩემპიონატს მოვიგებთ, სანაკრებო კარიერას დავასრულებ. ჩვენ ადგილი სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებს უნდა დავუთმოთ“, - თქვა მარტინესმა.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის ემილიანო მარტინესს არგენტინის ნაკრებში დღემდე 51 მატჩი აქვს ჩატარებული. მას „ალბისელესტეში“ დებიუტი 2021 წელს ჰქონდა, როცა 29 წლის იყო, თუმცა იქიდან მოყოლებული ნაკრებში უკონკურენტოა. მარტინესი 2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო ორჯერ კოპა ამერიკა მოიგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ტიპი რა დღეში ჩააგდეს..ამხანაგურიდან გააგდეს ისეთი გააფრენიეს ბერეკაშვილმა და მაჩალაძემ
)))))))))))))))))
მდაააააა