ტურინის „იუვენტუსში“ ახალი მთავარი მწვრთნელი იგორ ტუდორი წარადგინეს, რომელმაც გუნდი სეზონის ბოლომდე ჩაიბარა.
ხორვატმა სპეციალისტმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „იუვეში“ მთავარი გამარჯვებაა, სხვა არავის არაფერი აინტერესებს:
„არ მინდა კომენტარი გავაკეთო იმაზე, რაც ჩემამდე მოხდა, მე ჩემი მუშაობის მეთოდი მაქვს და ამაზე ვარ პასუხისმგებელი. სტანდარტული მდგომარეობები ფეხბურთში მნიშვნელოვანია, ამაზე ბევრს ვიმუშავებთ.
ლიპი? როდესაც მასზე ვფიქრობ, „იუვენტუსზე“ ვფიქრობ. ის ძალიან მიყვარს. მხოლოდ გულით მუშაობა საკმარისი არაა მოსაგებად, ასე რომ იყოს, ყველაზე დიდი გულშემატკივარი საკმარისი იქნებოდა გუნდში მთავარ მწვრთნელად. მთავარი გმირები ფეხბურთელები არიან, მოედანზე ისინი გადიან. ლილიან ტურამს ვესაუბრე და მითხრა, რომ თუ მის შვილს რაღაც შეეშლება, სილა გავაწნა (იცინის - რედ). ხეფრენს „ნიცადან“ ვიცნობ, ძალიან ძლიერი ფეხბურთელი და თავმდაბალი ბიჭია.
როდესაც „იუვენტუსში“ ხარ, არავის აინტერესებს ახალგაზრდა ხარ თუ მოხუცი: აქ უნდა გაიმარჯვო და გაძლიერდე. ამ კლუბის ძალა იმაშია, რომ სწორად შეარჩიოს შესაბამის კულტურაზე სამუშაოდ. ვეცადე გადმომეცა „იუვეს“ მენტალიტეტი და გამარჯვების სურვილი, რომელიც გვქონდა, როცა აქ ვთამაშობდი.
დელ პიეროსგან, ზიდანისგან, მონტეროსგან, სხვებისგან ბევრი ვისწავლე. როდესაც ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მატჩს მოვიგებდით, შემდეგ სერია A-ში ბევრად სუსტ მეტოქესთან სათამაშოდ მეტი თუ არა, იმავე მონდომებით გავდიოდით. მახსოვს, 20 წლის ვიყავი, როცა თერაპიის ოთახში შევედი და ვინც ჩემზე წინ, აღარ მახსოვს ვინ იყო, როცა წამოდგა და ჩემი ჯერი მოვიდა, შევამჩნიე, რომ ოთახში ზიდანი შემოვიდა, ვუთხარი, რომ დავუთმობდი რიგს, მაგრამ მითხრა, რომ არა, შენი ჯერია და მე შემდეგ ვიქნებიო, მე ახალგაზრდა ვიყავი, ის კი ზიდანი... კიდევ მახსოვს, ვარჯიშის შემდეგ გასახდელში გეტრები მოვისროლე, დელ პიერომ ისინი აიღო, დაკეცა და ისე დადო, როგორც საჭირო იყო, მითხრა, რომ გასახდელის დამლაგებელს ამის გაკეთება არ უნდა სჭირდებოდესო. ეს თავმდაბლობის კარგი მაგალითებია.
ფეხბურთელებმა ისეთ პოზიციებზე უნდა ითამაშონ, სადაც თავს საუკეთესოდ გრძნობენ. „იუვენტუსი“ არის კლუბი, რომლის მწვრთნელობა ყველას ენდომებოდა. კონტრაქტის ხანგრძლივობას არ აქვს მნიშვნელობა, მეც მინდა, რომ 10-წლიანი კონტრაქტი მქონდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემს საქმეს ვაკეთებ, მწვრთნელების ბედი ასეთია, შეუძლებელია გააკონტროლო მომავალი, წარსულიც, ამიტომ, მხოლოდ აწმყოზე ვარ ორიენტირებული. არ არსებობს ალიბი და გამარჯვება, ამას არასდროს ვეძებ, მე გამოწვევებს ვეძებ, ძლიერი შემადგენლობა გვყავს“, - თქვა ტუდორმა.
იგორ ტუდორი 2020-2021 წლების სეზონში „იუვეში“ უკვე მუშაობდა, ანდრეა პირლოს შტაბში იყო, ხოლო მთავარ მწვრთნელად „ჰაიდუკში“, „პაოკში“, „კარაბუკსპორში“, „გალათასარაისი“, „უდინეზეში“, „ვერონაში“, „მარსელსა“ და „ლაციოში“ უმუშავია. 1998-2007 წლებში იგორ ტუდორი „იუვენტუსის“ ფეხბურთელიც იყო, რომლის მაისურით 174 მატჩში 21 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამან ზიდანს ბურთი აუღო ფინალში სასწაული.ეგ რომ გასულიყო ეთამაშა კანავაროს მაგრად მერე)))))
ზუსტად ეს მმატებს ღირსებას მეტს იქაც ჩაყევი სადაც უჭირდა; ყველაფერი ოქროში ამოვლებულ&მოვარაყებული ბურთი ხომ არაა!!!
ჩემი აზრით სწორედ მაგიტომ უნდა მიეცათ "ბურთი", გარდა იმისა რომ სეზონიც დიდებული ჰქონდა.
მაშინაც ვერ ჩასწვდნენ ნიუანსის სიდიადეს, ისევე რიგორც წელს. 2006 - ბუფონი, 2019 - ვან დეიკი.
მე ზიზუს გადავცემდი! იმ არბიტრის კაბიან დედლებს რო დავატენე
.. არ იყო მსოფლიო ჩემპიონი ¿! რომ არ გაეგდოთ
ბუფონმა კარგად კი ითამაშა მარა კანავაროს სასწაულმა თამაშმა უფრო გადაფარა ბუფონის თამაშიც და არამარტო მისი, თამაშში კაცს ვერ სცდებოდნენ და ერთ თამაშში რამოდენიმე ჩაშლა ართმევას აკეთებდა, რამდენი ბურთები არ მივიდა ბუფონამდე თორე დავინახავდით რამდენს მოიგერიებდა :დ მასე ზიდანმაც მაგრად ითამაშა და იმასაც ეკუთვნოდა,
++++++++