კალათბურთი

18:56 | 27.03.2025 | ნანახია 1532 - ჯერ

საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე C ჯგუფში ითამაშებს, კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში.

დღეს წილისყრა გაიმართა, რის შემდგომაც ზემოხსენებულის გარდა, ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდის მეტოქეებიც გაირკვა. ჯგუფი საკმაოდ მძიმეა: საქართველოს მეტოქეები ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და მასპინძელი კვიპროსი იქნებიან.

გარკვეულია კალენდარიც, რომელიც შემდეგნაირია:

I ტური, 28 აგვისტო

ბოსნია - კვიპროსი
საბერძნეთი – იტალია
საქართველო – ესპანეთი

II ტური, 30 აგვისტო

კვიპროსი – საბერძნეთი
იტალია – საქართველო
ესპანეთი – ბოსნია

III ტური, 31 აგვისტო

ესპანეთი – კვიპროსი
ბოსნია – იტალია
საქართველო – საბერძნეთი

IV ტური, 2 სექტემბერი

საქართველო – კვიპროსი
იტალია – ესპანეთი
საბერძნეთი – ბოსნია

V ტური, 4 სექტემბერი

იტალია – კვიპროსი
ბოსნია – საქართველო
ესპანეთი – საბერძნეთი

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, რომელსაც კვიპროსი (ლიმასოლი), ფინეთი (ტამპერე), ლატვია (რიგა) და პოლონეთი (კატოვიცე) უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს იქნება ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტი, რომელშიც მონაწილეობა 2011, 2013, 2015, 2017 და 2022 წლებში მიიღო.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:53 | 24.07.2015
tomuri (1422)

ერთი ასი ათასი აქეთაც გადმოისროლე და ჩვენ უფრო მაგრად ვიტირებთ

23:28 | 23.07.2015
samtrecki (624)

ესენი თუ გაჭირვებულებია .. შენ ჩვენთან ნახე დევიდ მაშვინ .. ))

21:41 | 23.07.2015
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

კარგი ა.

19:52 | 23.07.2015
Deulofeu (13279)

რესპექთ ბექზ!

ძალიან თავმდაბალი და კარგი პიროვნებაა

19:49 | 23.07.2015
R.Keane (257)

ბექზიიიი

18:35 | 23.07.2015
Levani Darbaidze (1)

დიდი ფეხბურთელი დიდი პიროვნება :*

18:02 | 23.07.2015
Pharrell (1884)

ღმერთმა ყველას ბევრი მისცეს,საღოლ ბექზი,მაგრამ ამათზე გაჭირვებულები დაილია?

17:59 | 23.07.2015
zidani (7702)

ბექს არ გინდა მე რო დამეხმარო?

17:54 | 23.07.2015
BEERTRANCE (97819)

ყოჩაღ.

17:49 | 23.07.2015
ჯესი (26029)

საღორ ბექს.
დასაფასებელიააა : ))

17:40 | 23.07.2015
gio yvinchila (413)

მაგარი საჩუქარია

0.065052
1532