საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე C ჯგუფში ითამაშებს, კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში.
დღეს წილისყრა გაიმართა, რის შემდგომაც ზემოხსენებულის გარდა, ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდის მეტოქეებიც გაირკვა. ჯგუფი საკმაოდ მძიმეა: საქართველოს მეტოქეები ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და მასპინძელი კვიპროსი იქნებიან.
ევრობასკეტზე 24 გუნდი ითამაშებს, რომლებიც ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფში განაწილდნენ. თითო ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო ნაკრები გავა და ასპარეზობას პლეი-ოფში, მერვედფინალური ეტაპიდან გააგრძელებს.
A ჯგუფი
პორტუგალია
ესტონეთი
ლატვია
თურქეთი
სერბეთი
ჩეხეთი
B ჯგუფი
გერმანია
ფინეთი
დიდი ბრიტანეთი
ლიეტუვა
შვედეთი
მონტენეგრო
C ჯგუფი
კვიპროსი
იტალია
საქართველო
ესპანეთი
საბერძნეთი
ბოსნია
D ჯგუფი
ისლანდია
საფრანგეთი
სლოვენია
პოლონეთი
ბელგია
ისრაელი
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, რომელსაც კვიპროსი (ლიმასოლი), ფინეთი (ტამპერე), ლატვია (რიგა) და პოლონეთი (კატოვიცე) უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრებისთვის ეს იქნება ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტი, რომელშიც მონაწილეობა 2011, 2013, 2015, 2017 და 2022 წლებში მიიღო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები