ფეხბურთი

12:45 | 27.03.2025 | ნანახია 383 - ჯერ

ჟოზე მოურინიუმ შესაძლოა „მანჩესტერ სიტის“ მეკარე „ფენერბაჰჩეში“ მიიწვიოს

„ფენერბაჰჩეს“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ თვალს ადევნებს „მანჩესტერ სიტის“ მეკარე ედერსონს, იუწყება Manchester Evening News. წყაროს ცნობით, პორტუგალიელ სპეციალისტს მიმდინარე სეზონში წარუმატებლობის ფონზე გუნდის გაძლიერება სურს.

დღევანდელი მდგომარეობით, „ფენერბაჰჩე“ თურქეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, 9 ქულით ჩამორჩება ლიდერ „გალათასარაის“ და ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა.

ედერსონი „მანჩესტერ სიტიში" 2017 წლიდან თამაშობს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქალაქელები“ მომავალ ზაფხულს მზად იქნებიან დათმონ 31 წლის ბრაზილიელი მეკარე.

0.061801
383