ინგლისური საფეხბურთო კლუბი „ნოტინგემ ფორესტი“ „ნაპოლის“ ნიგერიელი ფორვარდით ვიქტორ ოსიმენით დაინტერესდა, რომელიც ამჟამად „გალათასარაიში“ თამაშობს - გვამცნობს TEAMtalk.
„მეტყევეები“ იტალიური კლუბისთვის 75 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებენ, რათა 26 წლის ნიგერიელი თავდამსხმელისთვის ბრძოლაში „მანჩესტერ იუნაიტედი" და პსჟ დაამარცხონ.
„გალათასარაიმ“ ოსიმენი „ნაპოლიდან“ იჯარით შარშან სექტემბერში დაიმატა. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 30 მატჩში 26 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მანამდე მედია წერდა, რომ ოსიმენით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „იუვენტუსი“ დაინტერესდნენ. პსჟ ასევე კვლავ ცდილობს ფეხბურთელის გადაბირებას, რომელიც 2024 წლის ზაფხულშიც იბრძოდა მისთვის.