ფეხბურთი

22:48 | 26.03.2025 | ნანახია NaN - ჯერ

სკალონი: "არგენტინა თავის თამაშს რაფინიას განცხადებების გარეშეც ითამაშებდა"
"მთავარია ბრძოლა, არ დანებება და ნებისმიერი დავალების შესრულება"

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ბრაზილიასთან მატჩის (4:1) კომენტარი გააკეთა.

მან რაფინიას განცხადებაზეც ისაუბრა, რომელმაც მატჩამდე შეურაცხმყოფელი სიტყვებით აღნიშნა, რომ არგენტინას გოლს გაუტანდა და დაამარცხებდა კიდეც. ბრაზილიელს არც ერთი გამოუვიდა და არც - მეორე.

„რაფინიას განცხადებები არ წამიკითხავს და არც მინახავს. მესმის სიტუაცია, ბრაზილია-არგენტინა, მაგრამ არ არის საჭირო განცხადებების გაკეთება. ვაპატიებ რაფინიას, რადგან ვიცი, რომ ეს განზრახ არ გაუკეთებია. არგენტინა, განცხადებებით ან მის გარეშე, თავის თამაშს ითამაშებს. ვაპატიებ, რადგან ვიცი, რომ არავისთვის სურდა ზიანის მიყენება.

გუნდურად მოვიგეთ. ვითამაშეთ, როგორც ერთიანმა გუნდმა. ეს ერთადერთი გზაა ბრაზილიის მსგავსი გუნდის დასამარცხებლად. ბიჭებმა დღეს ეს ძალიან კარგად გააკეთეს, იქნება მატჩები, სადაც გაგვიჭირდება, ჩვენთვის რთული იქნება. მთავარია ბრძოლა, არ დანებება და ნებისმიერი დავალების შესრულება. თუ ცუდი მომენტი დადგება, უნდა იცოდე, როგორ გადალახო ის, ეს არის ფეხბურთი. იმედი გვაქვს, რომ ასე გავაგრძელებთ, მაგრამ თუ საქმე ცუდად წავა, ფეხზე უნდა წამოვდგეთ. თუმცა იმედი მაქვს, რომ ასე კარგად თამაშს, რაც შეიძლება დიდხანს გავაგრძელებთ“, - თქვა სკალონიმ.

შეგახსენებთ, რომ კონმებოლის ზონიდან არგენტინა პირველი ნაკრებია, რომელმაც მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება უკვე მოიპოვა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:13 | 21.09.2019
O. Mertskhali (8101)

არაუშავს.. კარგი ხარ, ზურაბ

0.067086